ვოლოდიმირ ზელენსკი - მზად ვარ ფრონტის ხაზზე დონალდ ტრამპთან ერთად წავიდე და ომის რეალობა ვაჩვენო

მზად ვარ ფრონტის ხაზზე დონალდ ტრამპთან ერთად წავიდე და ომის რეალობა ვაჩვენო, - უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა.

„თუ ბატონი ტრამპი ჩამოვა, მე მზად ვარ ფრონტის ხაზზე მასთან ერთად წავიდე. ვფიქრობ, თუ ჩვენ იმის შესახებ ვისაუბრებთ, თუ როგორ დავასრულოთ ომი, ჩვენ მათ, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს უნდა ვაჩვენოთ რას ნიშნავს ეს ომი. არა ის, რასაც ისინი „ინსტაგრამზე“ წერენ, არამედ ნამდვილი ომი“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება აშშ-ის ორივე პარტიის მხარდაჭერისთვის მადლიერია.

შეგახსენებთ, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უკრაინაში კონფლიქტს 24 საათში მოაგვარებდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება