ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი - ტრამპის შესახებ წუწუნი უნდა შევწყვიტოთ - ჩვენ მასთან უნდა ვიმუშაოთ, ვინც საცეკვაო მოედანზეა

ტრამპის შესახებ წუწუნი უნდა შევწყვიტოთ, - ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ტრამპის შესახებ წუწუნი და ჩივილი უნდა შევწყვიტოთ, ეს ამერიკელების გადასაწყვეტია. მე ამერიკელი არ ვარ, აშშ-ში ხმის მიცემა არ შემიძლია. ჩვენ მასთან უნდა ვიმუშაოთ, ვინც საცეკვაო მოედანზეა. მთელი ეს წუწუნი და ჩივილი ტრამპზე, ბოლო ორი დღის განმავლობაში გამუდმებით მესმის. მოდით, ამის კეთება შევწყვიტოთ“, - განაცხადა მარკ რუტემ.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპამ თავდაცვაზე მეტი უნდა დახარჯოს და არ აქვს მნიშვნელობა იმას, დაბრუნდება თუ არა დონალდ ტრამპი.

რუტეს თქმით, ევროპამ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაზარდოს, რადგან ეს ევროპის ინტერესების ნაწილს წარმოადგენს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება