პეტრ პაველი - ჩეხეთმა უკრაინისთვის 3.5 მილიონი საარტილერიო ჭურვის მოპოვების საშუალება იპოვა

ჩეხეთმა უკრაინისთვის 3.5 მილიონი საარტილერიო ჭურვის მოპოვების საშუალება იპოვა, - ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა მიუნხენში განაცხადა.

ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, პრაღა “მსოფლიოში ეძებს სამხედრო წყაროებს, შემდეგ კი ნატო-ში ჩვენს პარტნიორებთან მუშაობს”, და ცალკე აღნიშნა დანია, ნიდერლანდები და კანადა, რომლებმაც უზრუნველყვეს რესურსები იმისთვის, რომ სამხედრო აღჭურვილობა ჩეხეთში ჩასულიყო, საიდანაც ის მერე უკრაინაში იგზავნება.

„უკრაინას მხარი უნდა დავუჭიროთ საბრძოლო მასალის მიწოდებაში ყველაზე შესაძლო წყაროდან. ისეთივე ინოვაციურები და მოქნილები უნდა ვიყოთ, როგორც უკრაინელი ჯარისკაცები, და ვეძებოთ სამხედრო აღჭურვილობა ყველგან”, - განაცხადა პაველმა.

პაველის თქმით, ჩეხეთმა საარტილერიო ჭურვების ძიებაში წარმატებას მიაღწია.

„ახლა ნახევარი მილიონი 155 მმ კალიბრის ჭურვი ვიპოვეთ, და 122 მმ კალიბრის 3 მილიონი ჭურვი, რომლებიც შეგიძლია გადავგზავნოთ [უკრაინაში] რამდენიმე კვირაში, თუ ამის დაფინანსებას ვიპოვით. ამ დახმარებისთვის მივმართავთ აშშ-ს, გერმანიას, შვედეთს და ა.შ.“, - განაცხადა პაველმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს