„საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია“ - ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომ აკადემიაში არ არის აღმართული სახელმწიფო დროშა - ეს დეზინფორმაციაა დისკრედიტაციის მიზნით

„დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია“ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, ეხმაურება, რომლის თანახმადაც, აკადემიაში სახელმწიფო დროშა აღმართული არ არის.

აკადემიის განმარტებით, ინფორმაცია არასწორია და ის მიზნად დისკრედიტაციას ისახავს.

„სოციალურ ქსელში ვრცელდება არასწორი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სსიპ „დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში“ არ არის აღმართული სახელმწიფო დროშა. ეს გახლავთ დეზინფორმაცია აკადემიის დისკრედიტაციის მიზნით. საზოგადოების ფართო ინტერესებიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ აკადემიის ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშის აღმართვა ხორციელდება არსებული კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ხდება დროშის დაშვება ან სრულად ჩამოხსნა.

პირველი: დროშის დაწევა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ოფიციალურად გამოცხადებულია გლოვის დღეები.

მეორე: ცუდი მეტეოროლოგიური პირობების დროს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დროშის ფლაგშტოკის დაზიანება ან თვითონ დროშის დაზიანება, ვინაიდან მიწის ზედაპირიდან დროშის სიმაღლე შეადგენს 50 მეტრს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს