პროფესიული განვითარების საბჭოს შემადგენლობა განახლდა

პროფესიული განვითარების საბჭოს შემადგენლობა განახლდა. სხდომას ჯანდაცვის მინისტრმა უხელმძღვანელა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზურაბ აზარაშვილმა, საბჭოს მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და წევრებს წარმატებები უსურვა. მისივე განცხადებით, საბჭოს შემადგენლობა პერიოდულად განახლდება.

„განახლებული შემადგენლობით, პროფესიული განვითარების საბჭომ 9 საკითხი განიხილა. საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 ექიმს შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება და დაევალა პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა, 8 ექიმს მიეცა წერილობითი გაფრთხილება, ერთ ექიმს შეეზღუდა ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოწერის უფლება.

კერძოდ, აღნიშნულ შემთხვევაში, სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულების ექიმმა ნევროლოგმა, განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტი გასცა. დაფიქსირდა გადაჭარბებული დღიური დოზის დანიშვნის შემთხვევებიც. აღსანიშნავია, რომ ნევროლოგის მიერ გამოწერილ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, ზოგიერთ შემთხვევაში, აფთიაქიდან არა პაციენტი, არამედ სხვა, მესამე პირი იღებდა. საბჭოს გადაწყვეტილებით, საკითხის შესწავლის საბოლოო დასრულებამდე, მას ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოწერის უფლება შეეზღუდა.

საბჭოს მიერ განხილულ საკითხებს შორის იყო, 38 სამედიცინო დაწესებულების 57 ონკოლოგის მხრიდან, ონკოლოგიური პაციენტებისთვის, ისეთი მედიკამენტების დანიშვნის საკითხი, რომელიც საქართველოში დაშვებული არ არის. ასევე არ არის აღიარებული არც ერთი სხვა ქვეყნის მარეგულირებლის მიერ. რეგისტრაციისთვის წარმოდგენილ დოკუმენტაციაში, მნიშვნელოვანი შეუსაბამობებისა და საეჭვო წარმომავლობის გამო, რეგულირების სააგენტოს მიერ, აღნიშნული მედიკამენტების რეგისტრაციაზე, კომპანიას უარი ეთქვა. აღნიშნული საქმის მასალები საქართველოს პროკურატურას გადაეცა. რეგულირების სააგენტო, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე, პრეპარატების დანიშვნასთან დაკავშირებით, თითოეული პაციენტის სამედიცინო ისტორიას, შესწავლის მიზნით რეცენზენტებს გადასცემს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის