დავით მათიკაშვილი - „ლელო“ ბოიკოტს უცხადებს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვას, ეს არის კარგი ლაკმუსის ქაღალდი საზოგადოებისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ კარგად გაშიფრონ ვინ არის ხაზარაძე

საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირთან დასაახლოებლად და ახლა იწყება ჩვეულებრივი რუტინული საქმე, რასაც ჰქვია მოლაპარაკების გახსნა, რომელიც იქნება უამრავი. ბევრჯერ გაიხსნება და დაიხურება მოლაპარაკებები. თემა არის აქტიურ სამუშაო პროცესში, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილთან მოხდა გარკვეულ საკითხებში შეთანხმება, მაგრამ „ლელო“ საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვას ბოიკოტს უცხადებს.

„9-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების კუთხით ხელისუფლება არის მოწადინებული, აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს, ისევე როგორც ეს იყო 12-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით. სხვათა შორის, გუშინდელი შეხვედრა გარკვეულწილად იმ ნაწილ ოპოზიციასთან, ვინც იყო წარმოდგენილი, ბევრ საკითხებში გარკვეული შეთანხმებებით დასრულდა და ეს იყო კარგი. დარჩა საკითხები, გადავიდა შემდეგ შეხვედრაზე, მაგრამ ის რასაც „ლელო“ აკეთებს, საქართველოს მმართველ ძალას კი არ უცხადებს ბოიკოტს, არამედ ბოიკოტს უცხადებს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვას, ეს არის კარგი ლაკმუსის ქაღალდი საზოგადოებისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ კარგად გაშიფრონ ვინ არის ხაზარაძე, რა ძალას წარმოადგენს და საით სურს საქართველოს წაყვანა, ყოფილ კომკავშირელს, დღეს რომ ვიღაცების რეპრესიებზე საუბრობს და სურვილი აქვს პროკურორის მანტია მოირგოს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება