დანიის პრემიერი - მივიღეთ გადაწყვეტილება, მთელი ჩვენი არტილერია უკრაინას გადავცეთ

დანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მთელი თავისი არტილერია უკრაინას გადასცეს, - ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა მიუნხენში განაცხადა, სადაც უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენცია მიმდინარეობს.

ფრედერიკსენმა ასევე მოუწოდა ევროპის სხვა ქვეყნებს, გადასცენ თავიანთი საჰაერო თავდაცვის სისტემები და საბრძოლო მასალები უკრაინას, რადგან ახლა მათ უფრო სჭირდებათ.

დანიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპელი ლიდერები ხშირად საუბრობენ იარაღის წარმოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და აცხადებენ, რომ ეს არის მიზეზი, რომელიც უკრაინისთვის დახმარების მიწოდების გაზრდის საშუალებას არ იძლევა. ახლა ისინი ხსნიან ახალ თავდაცვის საწარმოებს მომავლისთვის.

„მაგრამ უკრაინა ჩვენგან საბრძოლო მასალას და არტილერიას ახლა ითხოვს. გადავწყვიტეთ, მთელი ჩვენი არტილერია უკრაინას გადავცეთ. ამიტომ, მაპატიეთ, მეგობრებო, ევროპაში არის სამხედრო ტექნიკა, ეს არ არის მხოლოდ წარმოების საკითხი. ჩვენ გვაქვს იარაღი, საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც ჯერ არ ვიყენებთ, ისინი უნდა გადავცეთ უკრაინას“, - აღნიშნა დანიის პრემიერმა.

შეგახსენებთ, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ, უკრაინაში F-16 ტიპის მოერიშეების უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, რომ მათი რიცხვი შეიძლება იყოს იმაზე მეტი, ვიდრე მოსალოდნელია.

„იქნება 24 მოიერიშე, შესაძლოა მეტი, მაგრამ არა ნაკლები. ჩვენ ერთად ვმუშაობთ, დანიელებთან და სხვებთან ერთად“, - აღნიშნა რუტემ.

ამასთან, ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა, რომ ქვეყანამ იპოვა წყაროები საზღვარგარეთ ასობით ათასი საარტილერიო საბრძოლო მასალისთვის, რომლის უკრაინისთვის გადაცემა რამდენიმე კვირაში შეეძლო. საუბარია ნახევარ მილიონ 155 მმ კალიბრის საბრძოლო მასალაზე და 300 000 ერთეულ 122 მმ კალიბრის საბრძოლო მასალაზე.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო