რუსეთში ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე რუსეთის ქალაქებში 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

OVD-Info-ს ცნობით, ალექსეი ნავალნის დაღუპვის შემდეგ რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ათასობით ადამიანი რეპრესირებულთა ძეგლებთან შეიკრიბა. დაპატიმრებები მალევე დაიწყო.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 16 და 17 თებერვალს რუსეთის 37 ქალაქში 401 ადამიანი დააკავეს. აქედან ყველაზე მეტი - 200-ზე მეტი - სანქტ-პეტერბურგში, მეორე ადგილზე მოსკოვია 49 დაკავებულით, შემდეგ მოდის სტავროპოლი, სადაც 19 ადამიანი დააკავეს. OVD-Info-ს ცნობით, დაკავებულთა შორის 4 ჟურნალისტია.

ადმინისტრაციული მუხლის სხვადასხვა ნაწილის მიხედვით, დაკავებულებს ემუქრებათ 500 რუბლიდან 50 ათას რუბლამდე ოდენობის ჯარიმის გადახდა და პატიმრობა 15 დღემდე ვადით.

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის რეგიონული დეპარტამენტის ცნობით, დღეს, სასჯელაღსრულების მე-3 გამოსასწორებელ კოლონიაში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა. უწყების მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება