ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ავდიივკას აუცილებლად დაიბრუნებს

უკრაინა დონეცკის ქალაქ ავდიივკას აუცილებლად დაიბრუნებს, ამ მკვლელებს არაფერს მივცემთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მან ტელეკომპანია Inter-ს უთხრა, რომ ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და რომ ამერიკის ლიდერი აღიარებს, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკადან უკრაინული ჯარების გაყვანა უკრაინის იარაღით დახმარების შესუსტების შედეგია.

„ჩვენ გვინდა ჩვენი ბიჭების სიცოცხლე გადავარჩინოთ. მიხარია, რომ სამხედრო სარდლობას აქვს ასეთი სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ ყველაფერს დავიბრუნებთ. ამ მკვლელებს არაფერს მივცემთ, ამაში დარწმუნებული ვარ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, გუშინ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკის განცხადა, რომ უკრაინამ ავდიივკადან ჯარისკაცების გაყვანა დაიწყო.

„ავდიივკას ირგვლივ შექმნილი ოპერაციული სიტუაციიდან გამომდინარე, ალყაში მოქცევის თავიდან ასაცილებლად და სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, გადავწყვიტე ჩვენი ქვედანაყოფები ქალაქიდან გამეყვანა და თავდაცვის უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე გადავიდეთ“, - განაცხადა სირსკიმ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება