უკრაინელებმა რუსული „სუ-34“ მოიერიშე-ბომბდამშენი ჩამოაგდეს

უკრაინელმა სამხედროებმა დღეს დილით კიდევ ერთი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის, ნიკოლაი ოლეშჩუკის განცხადებით, ამჯერად „სუ-34“ ტიპის მოიერიშე-ბომბდამშენი განადგურდა.

„დილა მშვიდობისა, უკრაინა! მოსკოველებს „დანაკარგები ისევ არ აქვთ“, კიდევ ერთი „სუ-34“ "წარმატებით დაბრუნდა" ბაზაზე", - წერს ოლეშჩუკი.

ცნობისთვის, ნიკოლაი ოლეშჩუკმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინელმა დამცველებმა ერთდროულად სამი რუსული თვითმფრინავი - ორი „სუ-34“ ტიპის მოიერიშე-ბომბდამშენი და ერთი „სუ- 35“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი - გაანადგურეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება