ისრაელის თავდაცვის ძალები - ლიკვიდირებულია „ჰამასის“ 45-ზე მეტი მებრძოლი, ამოღებულია იარაღი და სეიფები

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ღაზის სექტორში „ჰამასის“ ათობით წევრის ლიკვიდაცია განახორციელეს.

თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ხან იუნისში, ისრაელის ჯარებმა „ჰამასის“ რამდენიმე პოზიციას დაარტყეს, შეიარაღებული პირები გაანადგურეს და დაჯგუფების კუთვნილი იარაღი ამოიღეს. ასევე, ხან იუნისში ისრაელელმა ჯარისკაცებმა ტანკებიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად „ჰამასის“ 20-მდე მებრძოლი გაანადგურეს. ქალაქში საჰაერო თავდასხმების სერიის შედეგად კი „ჰამასის“ კიდევ 15 მებრძოლი დაიღუპა და იარაღის საწყობი განადგურდა.

ამასთან, „კომანდოს ბრიგადა“ და სხვა სპეცრაზმი ხან იუნისში მდებარე ნასერის საავადმყოფოში ჩხრეკას განაგრძობენ, სადაც იარაღი აღმოაჩინეს.

თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ საავადმყოფოს ჩხრეკა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მოიპოვეს ინფორმაცია, რომ იქ მანამდე მძევლები ჰყავდათ დაკავებული. სამედიცინო ცენტრში, ამ დრომდე, 100-ზე მეტი ტერორიზმში ეჭვმიტანილი დააკავეს და იარაღი ამოიღეს.

ამასთან, ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ საავადმყოფოს ახლომდებარე შენობაში „ჰამასის“ რამდენიმე წევრის ლიკვიდაცია განახორციელეს და სეიფები და იარაღი ამოიღეს.

ისრაელელმა სამხედროებმა ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „ჰამასის“ სულ მცირე 10 მებრძოლი გაანადგურეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება