მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მთავრობის მეთაურის რანგში ბრიუსელში დაგეგმილი ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტი მნიშვნელოვანი ხაზგასმაა იმისა, რომ ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ევროინტეგრაცია

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მთავრობის მეთაურის რანგში ბრიუსელში დაგეგმილი ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტი მნიშვნელოვანი ხაზგასმაა იმისა, რომ ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, ღირებული და პრიორიტეტულია ევროინტეგრაცია.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ასეთი ვიზიტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართულ-ევროპული ურთიერთობების ფონზე.

„ღირებულია ის გარემოება, რომ პირველ ვიზიტად არჩეულია სწორედ ბრიუსელი, ე.წ. ევროპის დედაქალაქი. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი ხაზგასმაა იმისა, რომ ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, ღირებული და პრიორიტეტულია ის მიმართულება, რასაც ევროინტეგრაცია ჰქვია, რაც განმტკიცებულია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში, რომლის ავტორიც გახლავთ სწორედ ირაკლი კობახიძე. რაც შეეხება შეხვედრას, საზოგადოდ უნდა ითქვას, რომ ასეთი ვიზიტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც განსაკუთრებული ინტენსივობა აქვს შეძენილი ქართულ-ევროპულ ურთიერთობებს. ვფიქრობთ, ეს ვიზიტიც გამოყენებული იქნება კარგ შესაძლებლობად საიმისოდ, რომ უფრო მეტად მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს ევროპელ პარტნიორებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში, რამდენად არსებობს მზადყოფნა საიმისოდ, რომ ქვეყანას საბოლოდ გაეხსნას კარი ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად“,-განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძე პრემიერის რანგში პირველი ვიზიტით, 20-21 თებერვალს, ბრიუსელს ეწვევა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება