ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი აბსოლუტურად უარყოფს საერთაშორისო დიქტატს პალესტინელებთან მუდმივი შეთანხმების შესახებ

ისრაელი აბსოლუტურად უარყოფს საერთაშორისო დიქტატს პალესტინელებთან მუდმივი შეთანხმების შესახებ - გავაგრძელებთ პალესტინის სახელმწიფოს ცალმხრივი აღიარებისთვის წინააღმდეგობის გაწევას, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებაშია აღნიშნული.

„იმ შენიშვნების ფონზე, რომელიც ბოლო დროს გაისმა საერთაშორისო საზოგადოებაში ისრაელისთვის პალესტინის სახელმწიფოს ცალმხრივად აღიარების თავს მოხვევის მცდელობის შესახებ, დღეს მთავრობას დასამტკიცებლად წარვუდგენ ამ საკითხზე დეკლარაციულ გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ, რომ იგი მიიღებს ძალიან ფართო მხარდაჭერას. ისრაელი აბსოლუტურად უარყოფს საერთაშორისო დიქტატს პალესტინელებთან მუდმივი შეთანხმების შესახებ. ასეთი შეთანხმება მიიღწევა მხოლოდ მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებით, წინაპირობების გარეშე. ისრაელი გააგრძელებს პალესტინის სახელმწიფოს ცალმხრივი აღიარებისთვის წინააღმდეგობის გაწევას“, - აღნიშნულია ნეთანიაჰუს განცხადებაში.

ისრაელის პრემიერი მიიჩნევს, რომ 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტის შემდეგ ასეთი აღიარება მიანიჭებს უზარმაზარ და უპრეცედენტო ჯილდოს ტერორიზმს და ხელს შეუშლის რაიმე სამშვიდობო შეთანხმებას მომავალში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს