ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებების გაფორმება კიდევ რამდენიმე სახელმწიფოსთან შეათანხმა

უკრაინამ უსაფრთხოების საკითხზე ორმხრივი შეთანხმებები კიდევ რამდენიმე სახელმწიფოსთან შეათანხმა, - ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის შემდეგ განაცხადა.

„არსებობს სამი შეთანხმება. კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან გვქონდა საუბარი, არის შეთანხმება უსაფრთხოების საკითხზე შეთანხმებების გაფორმებაზე. მათ გარკვეული ნიუანსებიც კი დააკონკრეტეს, სადაც კითხვები ან უთანხმოება იყო. ჩვენ გავზრდით ამ უსაფრთხოების გარანტიებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა გერმანიასა და საფრანგეთთან შეთანხმებების გაფორმებას ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა.

„ამერიკის შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების გარანტიები ჯერ არ არსებობს, გუნდები მუშაობენ, მოლაპარაკებების ორი ეტაპი უკვე იყო. ამას უახლოეს მომავალში დადებითად ვხედავ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებები სხვადასხვა სახელმწიფოსთან არ არის შეერთებული შტატების დახმარების პაკეტის ალტერნატივა, რომელიც აქამდე არ არის მიღებული.

„არ ვთვლი, რომ ეს არის აშშ-ის დახმარების ალტერნატივა, მე მკითხეს ამის შესახებ. მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, სრულიად განსხვავებული, დამატებითი დახმარება, რომლის იმედიც უკრაინელებს შეუძლიათ ჰქონდეთ არა ერთი წლის, არც ორი, არამედ 10 წლის განმავლობაში“, - განაცხადა მან.

ამასთან, ზელენსკის განმარტებით, უსაფრთხოების საკითხებზე შეთანხმებების 10-წლიანი ვადა არ ნიშნავს იმას, რომ ომი უკრაინაში 10 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

„არა, ეს ნიშნავს, რომ ეს ქვეყნები ჩვენთან არიან, ეს არის უსაფრთხოების გარანტიები, თუ აგრესია დაბრუნდება, თუნდაც ომის დასრულების შემდეგ. არ იგულისხმება მხოლოდ იარაღი, არის რეკონსტრუქცია და მსგავსი. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებთან გვაქვს უსაფრთხოების ასეთი დიდი ხნის ნანატრი და გრძელვადიანი გარანტიები“, - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე თავდაცვის პაკეტები რამდენიმე სახელმწიფოსთან შეათანხმეს.

შეგახსენებთ, უკრაინას უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებები გაფორმებული აქვს გაერთიანებულ სამეფოსთან, საფრანგეთთან და გერმანიასთან.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება