ბენი განცის განცხადებით, თუ „ჰამასი“ მძევლებს 10 მარტამდე არ დააბრუნებს, ისრაელი რაფაჰში სახმელეთო შეტევა დაიწყებს

ისრაელის ომის კაბინეტის წევრმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბენი განცმა განაცხადა, რომ თუ „ჰამასი“ ღაზაში მყოფ მძევლებს 10 მარტამდე არ გაათავისუფლებს, რაფაჰში სახმელეთო შეტევა დაიწყება, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

”მსოფლიომ უნდა იცოდეს და „ჰამასის“ ლიდერებმა უნდა იცოდნენ - თუ რამადანისთვის ჩვენი მძევლები სახლში არ იქნებიან, ბრძოლები გაგრძელდება ყველგან, რაფაჰის ტერიტორიების ჩათვლით”, - აღნიშნა განცმა.

მისი განმარტებით, ისრაელი იმოქმედებს კოორდინირებულად, რაც ხელს შეუწყობს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას, რათა მინიმუმამდე შემცირდეს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

BBC-ი წერს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ისრაელმა განაცხადა, როდის შეიძლება მისი ჯარები ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქში შევიდნენ, სადაც დაახლოებით 1.5 მილიონი პალესტინელი აფარებს თავს და ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც რაფაჰში ასეთი ოპერაციის დაწყების მიმართ გლობალური წინააღმდეგობა იზრდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება