პაპუა-ახალ გვინეაში შეიარაღებულ თავდასხმას 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

პაპუა-ახალი გვინეის ჰაილენდსის რეგიონში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 53 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ადგილობრივი პოლიციის პრესსპიკერმა გამოცემას განუცხადა, რომ მასობრივი მკვლელობა ენგას პროვინციაში ორ ტომს შორის დაპირისპირებას მოჰყვა.

მისი ინფორმაციით, პოლიცია შემთხვევის ადგილზე იმყოფება, მაგრამ მოვლენის შესახებ სრული ინფორმაცია, ჯერჯერობით, დადგენილი არ არის.

ენგას ჰაილენდსის რეგიონი დიდი ხანია ებრძვის ძალადობას, მაგრამ ითვლება, რომ ეს მკვლელობა ყველაზე მასშტაბურია ბოლო წლების განმავლობაში.

პაპუა-ახალ გვინეაში ტომობრივი ძალადობის ესკალაცია ხშირად მიწისა და სიმდიდრის განაწილების გამო ხდება. შარშან, დაძაბულობის გამო, ხელისუფლებამ ენგას პროვინციაში სამთვიანი „ლოქდაუნი“ გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც კომენდანტის საათი და გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები დააწესა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება