Bloomberg - მიუნხენში დომინირებდა პესიმიზმი და ეჭვები ევროპის დაცვაში აშშ-ის როლის შესახებ

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა პირად საუბრებში რუსეთის შესაძლო თავდასხმისთვის მომზადების აუცილებლობა განიხილეს, - ამის შესახებ Bloomberg-ის სტატიაშია აღნიშნული.

გამოცემა წერს, რომ ნატო-ს წევრები ახლა პირად დიალოგებში საუბრობენ რუსეთის თავდასხმაზე, როგორც საშიშროებაზე, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლივ რეაგირებას, რადგან მათ სულ უფრო და უფრო მეტი ეჭვი უჩნდებათ იმასთან დაკავშირებით, შეინარჩუნებს თუ არა აშშ თავის ტრადიციულ როლს - დაიცვას ევროპა, როგორც ალიანსის ნაწილი.

„როგორც არ უნდა დაარქვათ, არსებობს მისი [ბაიდენის] ევროპელი მოკავშირეების მზარდი განგაში იმის გაცნობიერებით, რომ ისინი არიან მომენტში, როდესაც რუსეთი წახალისებულია ბრძოლის ველზე წარმატებებით, შეერთებულმა შტატებმა შეიძლება შეამციროს მხარდაჭერა მათი რეგიონისთვის და თავად კი ძალიან ცოტა გააკეთეს მოსამზადებლად. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საუბრებში ეს პესიმიზმი დომინირებდა. თავდაცვის მაღალჩინოსნებმა გამოთქვეს შეშფოთება უკრაინისთვის მილიარდობით დოლარის დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით აშშ-ის წარუმატებლობის გამო და განაცხადეს, რომ ისინი გეგმავენ სცენარებს, რომლებშიც მხარდაჭერის კუთხით სიტუაციის საჯაროდ გაუარესებამ, შეიძლება, წაახალისოს რუსეთი ნატო-ს მოკავშირეზე პირდაპირი თავდასხმა განახორციელოს“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია მიუნხენში 16-18 თებერვალს გაიმართა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება