კახეთში დამატებით 1015 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი წყალუზრუნველყოფილი გახდება

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარცხენა მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც 4 კმ-მდე სიგრძის სხვადასხვა რიგის წყალგამანაწილებელი არხის და მისი განშტოებების აღდგენას, 25 კმ სიგრძის ლითონის მილების მოწყობასა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობის მონტაჟს ითვალისწინებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია ახორციელებს.

„8,7 მლნ ლარის ღირებულების პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, წყალუზრუნველყოფილი გახდება 1015 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი.

რეაბილიტირებული სარწყავი სისტემის საშუალებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ქოდალოს, არაშენდასა და დარჩეთის სავარგულები მოირწყვება.

სამუშაოები 2025 წლის მაისში დასრულდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს