იაპონიის პრემიერ-მინისტრი - მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვაში, ასევე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი იაპონიას მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს მისი ქვეყნის რეკონსტრუქციასა და მოდერნიზაციას, რადგან ის იცავს თავს რუსეთის შეჭრისგან.

„კერძო სექტორი არის უკრაინის აღდგენის ყველაზე მნიშვნელოვანი ძრავა”, - აღნიშნა შმიგალმა ტოკიოში მიმდინარე კონფერენციაზე.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსეთის მიერ გაჩაღებული ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან იაპონიამ მის ქვეყანას 10 მილიარდ დოლარზე მეტი გაუგზავნა, რითაც კიევის სიდიდით მეოთხე დონორი გახდა.

„კომპანიები, რომლებიც ახლა ინვესტიციას ახორციელებენ უკრაინის ეკონომიკაში, მიიღებენ სარგებელსა და შესაძლებლობებს უახლოეს წლებში, რასაც არც კი დაიჯერებთ“, - აღნიშნა დენის შმიგალმა.

თავის მხრივ, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ დაადასტურა მისი მთავრობის მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს უკრაინას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვაში, ასევე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში. გარდა ამისა, მისი თქმით, იაპონია გრძელვადიან დახმარებას გაუწევს უკრაინის ეკონომიკის სტაბილიზაციას.

მხარეებმა ხელი მოაწერეს რიგ შეთანხმებებს, მათ შორის ინფრასტრუქტურის აღდგენის, ასევე განაღმვისა და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. შეგახსენებთ, იაპონიაში უკრაინის რეკონსტრუქციისა და აღდგენის საკითხზე კონფერენცია მიმდინარეობს, რომელშიც უკრაინისა და იაპონიის მთავრობებისა და ბიზნეს სექტორების 300-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება