პაატა მანჯგალაძე - ეროვნული იდენტობისთვის ყველაზე დიდი საფრთხე არის ის, რომ საკუთარი ქვეყნის მოქალაქე სიღარიბისა და უმუშევრობის გამო გარბის სამშობლოდან

ეროვნული იდენტობისთვის ყველაზე დიდი საფრთხე არის ის, რომ საკუთარი ქვეყნის მოქალაქე სიღარიბისა და უმუშევრობის გამო სამშობლოდან გარბის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ სიღარიბესა და უმუშევრობას ქმედუნარიანი ნაბიჯებით არ პასუხობს.

მანჯგალაძის თქმით, ხალხის რეალურ საჭიროებებს „ქართული ოცნება“ ცრუ დისკუსიების მოწყობითა და სიძულვილის ენით ფარავს.

„ეროვნული იდენტობისთვის ყველაზე დიდი საფრთხე არის ის, რომ საკუთარი ქვეყნის მოქალაქე სიღარიბისა და უმუშევრობის გამო სამშობლოდან გარბის. ნაცვლად იმისა, რომ ამ მძიმე ვითარებას „ქართულმა ოცნებამ“ გაკეთებული საქმეებით უპასუხოს, გადასულია სიძულვილის ენაზე და არაფრისმომცემ პოლიტიკურ საკითხებზე ცრუ დისკუსიების მოწყობაზე, რომ მოქალაქემ არ დასვას კითხვები: 12 წლის მანძილზე რატომ არ შეიქმნა სამუშაო ადგილები? რატომ არ გაძლიერდა ეკონომიკა? რატომ იზრდება ფასები და ამის შესაბამისად, რატომ არ იზრდება მოქალაქის შემოსავალი?“, -განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს