მედია - 54 000-მდე ადამიანი ალექსეი ნავალნის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას ითხოვს

რუსეთში, ორი დღის განმავლობაში, 54 000-მდე ადამიანმა საგამოძიებო კომიტეტს მიმართა მოთხოვნით, რომ გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ცხედარი მის ოჯახს გადასცენ.

მიმართვის გასაგზავნად ადამიანის უფლებათა პროექტ OVD-Info-ს სპეციალური სერვისი, Дятел-ი გამოიყენება, რომელიც განცხადების რამდენიმე წუთში გაგზავნის საშუალებას იძლევა. ამ დროისთვის მოთხოვნა 53 830 ადამიანს აქვს გაგზავნილი.

შეგახსენებთ, 16 თებერვალს კოლონიაში გარდაცვლილი პოლიტიკოსის ცხედარს ოჯახს ამ დრომდე არ უბრუნებენ. პოლიტიკოსის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის დედა და ადვოკატები დღეს დილით სალეხარდის მორგში არ შეუშვეს, სადაც, სავარაუდოდ, პოლიტიკოსის ცხედარია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება