გემების მიერ შავი ზღვის დაბინძურება 65 ათასი ლარის ნაცვლად 100 ათასი ლარით დაჯარიმდება

გემების მიერ შავი ზღვის დაბინძურება 65 ათასი ლარის ნაცვლად 100 ათასი ლარით დაჯარიმდება.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესაბამისი ცვლილების პაკეტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე წარმოადგინა.

თანდილაშვილის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება, ერთი მხრივ, გამოყენებული იქნება მსგავსი სამართალდარღვევის პრევენციისთვის, თუმცა, მეორე მხრივ, ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის მოთხოვნებთან დასაახლოებლად.

„ჩვენ, სამწუხაროდ, გაგვიხშირდა შემთხვევები, როდესაც ხდება გემების მიერ შავი ზღვის დაბინძურების ფაქტები და იცით, რომ ევროკავშირს აქვს ძალიან მკაცრი მიდგომები და საჯარიმო სანქციები ზღვის დაბინძურების ფაქტებთან მიმართებით და აქაც, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავზარდოთ საჯარიმო სანქცია 65 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე. ეს, ერთი მხრივ, ემსახურება პრევენციას, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენი აღსრულების კანონმდებლობის ევროკავშირის მოთხოვნებთან დაახლოებასაც“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

თანდილაშვილის თქმით, 2021 წლიდან 2023 წლის ჩათვლით გემების მიერ შავი ზღვის ზდაბინძურების სამართალდარღვევის 40-მდე ფაქტი გამოვლინდა.

„შავი ზღვის დაბინძურების ფაქტებთან დაკავშირებით სტატისტიკური ინფორმაცია შემდეგნაირია: 2021-2022-2023 წლებში, დაახლოებით, ჯამში გვაქვს 40-მდე სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლენილი და სულ დაკისრებული ჯარიმის ოდენობა, დაახლოებით, არის 2 535 000 ლარის ოდენობით", - აღნიშნა მან.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება