ესტონეთის საგარეო მინისტრი - ვლადიმერ პუტინი მკვლელია

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მკვლელია და უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება მეტი საბრძოლო მასალა.

„პუტინი მკვლელია. მან მოკლა ერთი ადამიანი, რომელიც თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის იბრძოდა და სწორედ ამიტომ უნდა გავაგრძელოთ ის, რასაც ვაკეთებთ. ბოლო ორი დღის განმავლობაში ბევრჯერ მკითხეს, რა არის ჩვენი პასუხი [ნავალნის სიკვდილზე], მაგრამ საუკეთესო პასუხი და ყველაზე მკაფიო პასუხი იქნება ეს: ბოლომდე გავაკეთოთ ჩვენი საქმე. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას. ჩვენ უკრაინას სამხედრო და პოლიტიკური გზებით უნდა დავუჭიროთ მხარი. ჩვენ უნდა მივცეთ უკრაინას 1 მილიონი საბრძოლო საბრძოლო მასალა, რომელსაც ევროკავშირი მას ერთი წლის წინ მარტისთვის დაჰპირდა“, - აღნიშნა ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის დაწყებამდე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება