გიორგი ვაშაძე - ბრიუსელში რომ ჩავიდა კობახიძე და ყველა ევროპელი ლიდერი მიუნხენშია, ეს რას ნიშნავს? - იმას, რომ არავისთან შეხვედრა არ გინდა - ჩათვალეთ, რომ ახლა ბრიუსელი მიუნხენშია

ბრიუსელში რომ ჩავიდა კობახიძე და ყველა ევროპელი ლიდერი მიუნხენშია, ეს რას ნიშნავს? - იმას, რომ არავისთან შეხვედრა არ გინდა. ჩათვალეთ, რომ ახლა ბრიუსელი მიუნხენშია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, როცა „ქართული ოცნება“ მიუნხენის კონფერენციაზე არ მიდის, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არ აინტერესებთ არც ევროკავშირის გაფართოების საკითხი და არც ინვესტორების მოზიდვა ქვეყანაში.

„მიუნხენის კონფერენცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დიდი ფორუმი, სადაც მთელი დასავლელი ლიდერები იკრიბებიან, ოღონდ არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ბიზნესწრეები და ეძებენ საინვესტიციო შესაძლებლობებს. როცა ივანიშვილის პარტია ამას ბოიკოტს უცხადებს, ეს ნიშნავს იმას, რომ იცავენ მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებს და არა ხალხის ინტერესებს. არამხოლოდ პოლიტიკური შეკრებაა, სადაც პირდაპირ განიხილებოდა ევროკავშირის გაფართოების საკითხი, არამედ ინვესტორებთან საუბარია შესაძლებელი, რომლებმაც დატოვეს რუსეთის ტერიტორია და ჩვენს რეგიონში ეძებენ ალტერნატიულ ადგილებს, სად შეიძლება თავის საწარმოები და ოფისები გადაიტანონ. ამიტომ არ არის სამუშაო ადგილები ქვეყანაში და ამიტომ ვართ მძიმე მდგომარეობაში, რომ მათ არ უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება. არ არსებობს უფრო მაღალი დონის ვიზიტი, ვიდრე მიუნხენის კონფერენცია, ყველა მაღალი რანგის ადამიანი წარმოდგენილია იქ, წარმოდგენილია ყველა მსხვილი კომპანია, რა ბრიუსელი ამ დროს?! აი, მიუნხენშია ბრიუსელი ჩათვალეთ. ბრიუსელში რომ ჩავიდა და ყველა ევროპელი ლიდერი მიუნხენშია, ეს რას ნიშნავს? იმას, რომ არავისთან შეხვედრა არ გინდა,“ - განაცხადა ვაშაძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა