ნიკოლოზ სამხარაძე - ყველა ევროპულ სახელმწიფოში საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უმრავლესობა ან უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი მთავრობა ნიშნავს - ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოში ის პირდაპირ მინისტრის მიერ ინიშნება

ყველა ევროპულ სახელმწიფოში მუშაობს მოდელი, სადაც საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უმრავლესობა ან უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი მთავრობა ნიშნავს - ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოში საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს პირდაპირ მინისტრი, ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე ნიშნავს, - ასეთია „ქართული ოცნების“ დეპუტატის ნიკოლოზ სამხარაძის განმარტება ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესთან დაკავშირებით საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.

სამხარაძე საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიციური უმრავლესობით დაკომპლექტების მოდელს „მახინჯ პრაქტიკას“ უწოდებს და აცხადებს, რომ აღნიშნულმა წესმა საქართველოში არ იმუშავა.

„როდესაც ჩვენი პრემიერი თავის ევროპელ კოლეგებს შეხვდება, ძალიან კარგი და მარტივი ახსნა ექნება იმის თაობაზე, თუ რა კანონს ვიღებთ ჩვენ.

მარტივი ახსნა იმაში მდგომარეობს, რომ არსად - ევროკავშირის არც ერთ სახელმწიფოში არ მოქმედებს საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარისა და წევრების დანიშვნის იმდაგვარი წესი, რაც ჩვენთან მოქმედებდა.

არ მოქმედებს იმიტომ, რომ ასეთი წესი ზოგადი პრაქტიკიდან ამოვარდნილია - ეს რომ კარგი წესი და პრაქტიკა იყოს ყველგან იქნებოდა. ის რაც მოქმედებდა და იყო შემოთავაზებული, მახინჯი პრაქტიკაა, რამაც ვერ გაამართლა და ცესკოს თავმჯდომარეს და წევრებს ორი წელია ვერ ვირჩევთ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება