ლევან ხაბეიშვილი - მნიშვნელოვანია, მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი არჩევნების წინ თავისუფალი იყოს - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას ასობით ჩვენი თანამოქალაქე უერთდება

ასობით ჩვენი თანამოქალაქე სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ადგილებზე მოდიან, ოფისებში და უერთდებიან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - უმნიშვნელოვანესია მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი 2024 წლის არჩევნებზე თავისუფალი იყოს, - ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი არჩევნების წინ თავისუფალი იყოს და შესაძლებლობა მიეცეს მას ხალხთან კომუნიკაციის.

„საქართველოს მოქალაქის ნომერ პირველი პრობლემა არის უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და ამის გამოცდილება პრეზიდენტ სააკაშვილს აქვს. ასევე, მნიშვნელოვანია მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი არჩევნების წინ იყოს თავისუფალი და შესაძლებლობა მიეცეს მას ხალხთან კომუნიკაციის. თქვენ ხედავთ, ასობით ჩვენი თანამოქალაქე სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ადგილებზე მოდიან ოფისებში და უერთდებიან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას, ამიტომ ყველას უნდა ესმოდეს, რომ უმნიშვნელოვანესია მთავარი ოპოზიციონერი ლიდერის გათავისუფლება და შესაძლებლობის მიცემა, რომ შეხვდეს და აწარმოოს საარჩევნო კამპანია 2024 წლის არჩევნებზე“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება ქუთაისში გრძელდება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება