იულია ნავალნაია - სამი დღის წინ ვლადიმირ პუტინმა მოკლა ჩემი ქმარი, ჩემი შვილების მამა - მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს და გთხოვთ, ჩემს გვერდით დადექით - გაიზიარეთ არა მხოლოდ ჩემი ტკივილი, არამედ სიბრაზეც

გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნაია აცხადებს, რომ მისი ქმრის საქმეს გააგრძელებს.

„მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს. მე მინდა ვიცხოვრო თავისუფალ რუსეთში, მინდა ავაშენო თავისუფალი რუსეთი. სამი დღის წინ ვლადიმირ პუტინმა მოკლა ჩემი ქმარი, ალექსეი ნავალნი. პუტინმა ჩემი შვილების მამა მოკლა. პუტინმა წაიღო ყველაზე ძვირფასი, რაც მქონდა, მაგრამ პუტინმა ნავალნი თქვენც წაგართვათ. მასთან ერთად უნდოდა მოეკლა ჩვენი იმედი, ჩვენი თავისუფლება, ჩვენი მომავალი“, - აღნიშნა იულია ნავალნაიამ.

ალექსეი ნავალნის მეუღლემ საზოგადოებას მოუწოდა, მასთან ერთად იბრძოლონ ომის წინააღმდეგ, უსამართლობისა და კორუფციის წინააღმდეგ.

„მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს. განაგრძეთ ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის. მოგიწოდებთ, ჩემს გვერდით დადგეთ. გავიზიაროთ არა მხოლოდ მწუხარება და ტკივილი, არამედ, გთხოვთ, გაიზიაროთ ჩემი სიბრაზეც“, - განაცხადა იულია ნავალნაიამ ვიდეო მიმართვაში.

ცნობისთვის, იულია ნავალნაია ბრიუსელში იმყოფება, სადაც დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალზე სიტყვით გამოვა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს