მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო მცდარს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს ოზურგეთის ტერიტორიაზე ინერტული მასალების მოსაპოვებლად აუქციონის შესახებ ბრძანება არა სააგენტოს გვერდზე, არამედ amazon.com-ზე გამოქვეყნდა

მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მცდარია ინფორმაცია, თითქოს ოზურგეთის ტერიტორიაზე ინერტული მასალების მოსაპოვებლად აუქციონის შესახებ ბრძანება არა მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს გვერდზე, არამედ amazon.com-ზე გამოქვეყნდა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სააგენტომ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა სრული ინფორმაცია.

„გვსურს გამოვეხმაუროთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით მჟავანაძის მიერ, მედიასაშუალებით გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, თითქოსდა ოზურგეთის ტერიტორიაზე ინერტული მასალების მოსაპოვებლად აუქციონის შესახებ ბრძანება არა მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს გვერდზე, არამედ amazon.com-ზე გამოქვეყნდა.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული პოლიტიკური პარტიის წევრის მხრიდან ადგილი ჰქონდა მიზანმიმართულად დეზინფორმაციის გავრცელებასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

სსიპ მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ, კანონით დადგენილი მოთხოვნათა სრული დაცვით, (ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-9 პუნქტი) აუქციონის გამართვის თარიღამდე, არაუგვიანეს 3 სამუშაო დღით ადრე, საკუთარ ვებგვერდზე (https://namr.gov.ge/auction) გამოაქვეყნა სრული ინფორმაცია. რომელიც მოიცავდა - ლიცენზიის მაძიებლის მიერ განცხადების მიღებისა და აუქციონის გამართვის ვადების, კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო პირობების, კონკრეტული ობიექტის სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნებისა და იმ ვებგვერდის მისამართის შესახებ (www.eauction.ge), რომლის საშუალებითაც გაიმართება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონი“,- აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება