ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი უკრაინის საკითხში რუსეთის მოკავშირე არ არის

დიდი ხანია ვამბობ, რომ სომხეთი არ არის რუსეთის მოკავშირე უკრაინის საკითხში. და ეს არის ჩვენი გულწრფელი პოზიცია, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სომხეთი განიცდის იმ ფაქტს, რომ არსებულ სიტუაციაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია.

„ძალიან გვტკივა, რომ ამ სიტუაციაზე გავლენის მოხდენა არ შეგვიძლია. უკრაინელი ხალხი ჩვენთვის მეგობრული ხალხია“, - განაცხადა ფაშინიანმა გერმანიაში სომხური დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, სომხეთის საგარეო პოლიტიკური ამოცანა ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებაა.

„ევროკავშირთან და ზოგადად ყველა ჩვენს დასავლელ პარტნიორთან ურთიერთობაში მე მნიშვნელობას ვანიჭებ არა მხოლოდ მატერიალურ, არამედ ღირებულებებზე დამყარებულ ურთიერთობებს. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ იქიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია თუ არა ჩვენთვის დემოკრატია. ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან დღეს დემოკრატიის წყალობით ვითარდება. ევროკავშირი მხარს გვიჭერს დემოკრატიის საკითხში და ჩვენ ასევე ვსწავლობთ რა არის დემოკრატია“, - განაცხადა ფაშინიანმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება