ირაკლი ზარქუა ხაზარაძე-ჯაფარიძეზე - როგორც პოლიტიკაში არიან ხელმოცარულები, ასევე, აღმოჩნდა, რომ კომპანია დაღუპეს არასწორი მართვის გამო - როდესაც აქცენტირებული ხარ ხალხის მოტყუებაზე, ყოველთვის ასე დამთავრდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings-ის მიერ, ბადრი ჯაფარიძესთან და მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებული კომპანიის, Lisi Lake Development-ის რეიტინგის B+დან B მინუსამდე შემცირებას ეხმიანება.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, „არ აქვს მნიშვნელობა ბიზნესში ხარ თუ პოლიტიკაში. როდესაც აქცენტირებული ხარ ხალხის მოტყუებაზე, არასწორი ინფორმაციების მიწოდებაზე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაზე, ყოველთვის ასე დამთავრდება“.

ირაკლი ზარქუას განცხადებით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ მათთან დაკავშირებული კომპანია, Lisi Lake Development-ი არასწორი მართვის გამო დაღუპეს.

„როგორც პოლიტიკაში არიან ხელმოცარულები, ასევე აღმოჩნდა, რომ ეს კომპანია დაღუპეს ამ არასწორი მენეჯმენტის და მართვის გამო. სიცრუე, ორპირობა, არასწორი ინფორმაციის მიწოდება როგორც ბიზნესში, ისე პოლიტიკაში არის დამღუპველი და ამის მომსწრენი ვართ ახლა ჩვენ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება