„არემჯის“ კორპორაციული მდგრადობის დოკუმენტს მოეწერა ხელი

დაბა კაზრეთში „არემჯის“ ცენტრალურ ოფისში ხელი მოეწერა კომპანიის ახალ კორპორაციული მდგრადობის დოკუმენტს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მსგავსი დოკუმენტის დამტკიცება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ამით, კომპანიის მენეჯმენტი და დასაქმებულები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მზაობას აწარმოონ სამთო-მოპოვებითი საქმიანობა მაღალი პასუხისმგებლობით.

„არემჯის“ ინფორმაციით, კორპორაციული მდგრადობის დოკუმენტი მოიცავს 9 პრიორიტეტულ სფეროს, დასახულ მიზნებსა და ამ მიზნების შესრულებისათვის საჭირო ღონისძიებებს და სამოქმედო გეგმებს.

კომპანია იღებს პასუხიმგებლობას მისი საქმიანობა თანხვედრაში იყოს ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების, ასევე საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების პრინციპებთან. ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას, დაიცვას გარემო, უზრუნველყოს გამჭვირვალობა და შესაბამისობა.

„2022-ში გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელში გაწევრიანებით, საჯაროდ დავადასტურეთ ჩვენი სურვილი და პასუხისმგებლობა, ვმართოთ საქმიანობა მდგრადობის ასპექტების გათვალისწინებით. დღეს ამ დოკუმენტის დამტკიცებით, რომელიც ჩვენს ღირებულებებსა და პრინციპებს ეფუძნება, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მდგრადობა ჩვენი გრძელვადიანი საქმიანობის ერთერთ მთავარ წინაპირობად მიგვაჩნია.

კომპანიის განახლებული ბიზნეს სტრატეგია თანამედროვე ეთიკურ, სოციალურ, გარემოსდაცვით და კულტურულ ასპექტებს ითვალისწინებს, რაც გვჯერა ჩვენი ბიზნესის გრძელვადიან განვითარებასა და სტაბილურობას ემსახურება“, - აღნიშნა „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონი შუბითიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო