რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ილჰამ ალიევს შეხვდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

„სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც აზერბაიჯანი და სომხეთი გააფორმებენ მსოფლიოსა და ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და იმედის ახალი წყარო იქნება. ყარაბაღის ოკუპაციის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონში ისტორიული შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იგი არ დაიხუროს. აუცილებელია, სომხეთმა ეს პროცესი შეაფასოს“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

„დღეს, თურქეთ-აზერბაიჯანის ერთიანობა მნიშვნელოვანი ფაქტორი არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ევრაზიისთვისაც გახდა“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა.

ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს