საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის რეჟიმისა და ნაოსნობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები წესდება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატან ცვლილებაზე იმსჯელა, რომელიც ნავსადგურებისა და გემთმფლობელების პასუხისმგებლობას განსაზღვრავს გემისა და ნავსადგურის უშიშროების, გემების უსაფრთხო მართვისა და დაბინძურების თავიდან აცილების წესების და კომპლექსური შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განმარტებით, კოდექსში საქართველოს მთავრობის დადგენილებით „საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის რეჟიმისა და ნაოსნობის წესები" გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის ჯარიმები აისახა.

„ჯარიმა წესდება ნავსადგურში დატვირთვის, გადმოტვირთვისა და ტვირთის დაწყობის წესების დარღვევისთვის. ასევე, კოდექსს ემატება მუხლები, რომლებითაც მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემისა და საქართველოს ნავსადგურების უშიშროების წესების დარღვევისთვის ჯარიმა დაწესდება.

ცვლილება ასევე ითვალისწინებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ ნავსადგურის კომპლექსური შემოწმების დროს გამოვლენილი შეუსაბამობების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში ჯარიმების დაწესებას.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს