ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განცხადებით, სანებართვო საქმიანობების ჩამონათვალს ახალი სანებართვო საქმიანობა - მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანა ემატება.

ცვლილება, დედაქალაქის გარდა, ყველა მუნიციპალიტეტს ეხება.

„აღნიშნულ საქმიანობაზე ნებართვა გაიცემა არანაკლებ 1 წლის ვადით, ნებართვის მოქმედების ვადებს კი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო", - განაცხადა გურამ გურამიშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნულ საქმიანობაზე ნებართვის გაცემის უფლებამოსილება მუნიციპალიტეტის მერს ან მის მიერ უფლებამოსილ მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს ენიჭება.

„მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით გადაყვანის ნებართვის გაცემა რეგულირდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" კანონით.

კანონპროექტით, მუნიციპალიტეტებს 2025 წლის 1 ივნისამდე ეძლევათ ვადა, მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით გადაყვანის ნებართვის მფლობელთა შესახებ მონაცემები ერთიან საინფორმაციო ბაზაში ასახონ, რომლის შექმნის, განახლებისა და დამუშავების წესს საქართველოს მთავრობა 2025 წლის 1 იანვრამდე განსაზღვრავს.

ამასთან, შესაძლებელი იქნება მინივენით არარეგულარული სამგზავრო გადაყვანა საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 იანვრამდე უნდა მიიღოს.

კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა“ , - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს