ანონსი 20 თებერვალი

20 თებერვალს, 10:00 საათზე, ხაშურში, ძველი მინის ქარხნის დასახლებაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანო ვასო ურუშაძე, ხაშურის საკრებულოს წევრებთან ერთად ბრიფინგს გამართავს.

თემა: „ხაშურში დამატებითი 1000 ღირსეული სამუშაო ადგილის შექმნა“.

მის: ხაშური, შუშის ქარხნის დასახლება (ძველი შუშის ქარხანა)

საკონტაქტო: ვასო ურუშაძე - 599 024 022; ეკატერინე პაპუაშვილი - 593 475 757

20 თებერვალს, 10:00 საათზე, თბილისის საკრებულოში, საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე, ბრიფინგს გამართას.

თემა: „ქართული ოცნების“ მიერ, 2024 წლის არჩევნებისთვის, თბილისის ბიუჯეტის მორგება“.

მის: თავისუფლების მოედანი #2

საკონტაქტო: ანუკა გაბელია - 551 633 644

20 თებერვალს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თბილისში“, საია პარტნიორ ორგანიზაციებთან - „სოციალური სამართლიანობის ცენტრთან“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან“ და „სტუდია მონიტორთან“ ერთად, ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით, საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ პროექტს წარადგენს და დისკუსიას გამართავს.

ღონისძიებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის სექციის ხელმძღვანელი ნიკოლას სენდროვიჩი და საია-ს თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე გახსნიან.

მის: 26 მაისის მოედანი #1.

20 თებერვალს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია Animal Project-ის თანადამფუძნებელი, ნათია ჩიქოვანი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „კანონპროექტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“. მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებული გამოწვევები“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

20 თებერვალს, 12:00 საათზე, პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

20 თებერვალს, 14:00 საათზე, საგრანტო აქტივობის: „საქართველოს პარლამენტში საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის მდგრადობის მხარდაჭერა და შესაძლებლობების გაზრდა" დახურვის ღონისძიება და საჯარო-კერძო დიალოგის გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართება.

შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული)

20 თებერვალს, 14:00 საათზე, თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართება.

მის: თავისუფლების #2

20 თებერვალს, 14:00 საათზე, სასტუმრო Biltrmore Hotel Tbilisi-ს „ბალრუმში“, გიდების ასოციაცია ტურისტული გიდების საერთაშორისო დღესთან და საქართველოს გიდების ასოციაციის დაარსების 14 წელთან დაკავშირებით ღონისძიებას გამართავს.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.#29

საკონტაქტო: ზაზა ჭითანავა - 599 434 604

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება