ფეხბურთელ ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანს თეა ბეგიაშვილს სასამართლომ 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ექთანი ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში იყო ბრალდებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარდაცვლილი ფეხბურთელის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა განუცხადა, ამავე საქმეზე 26 თებერვალს, 14:00 საათზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთ-ერთი განყოფილების უფროსის, ქეთევან ცერცვაძის სასამართლო პროცესი გაიმართება. მისი თქმით, გამოძიება მას სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით ედავება.

„ახალი გარემოებებიც გამოიკვეთა. ჩვენი ბრალი არ არისო და ხელმძღვანელობისკენ გაიშვირეს ხელი, არადა 2 წლის განმავლობაში ამ ხალხს ვეუბნებოდით, რომ დანაშაული ეღიარებინათ. ამაზე კატეგორიულ უარზე იყვნენ, მაგრამ მართლმსაჯულებისგან თავის დაძვრენის მიზნით ეს გადაწყვეტილება მიიღეს“,- განაცხადა გაიოზ ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს, „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ გარდაიცვალა. მას კორონავირუსი ჰქონდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება