კომპანია „ლისი ლეიქ დეველოპმენტი“ განცხადებას ავრცელებს

„ლისი ლეიქ დეველოპმენტი” 2018 წლიდან, საკუთარი ინიციატივით, ახორციელებს საკრედიტო რეიტინგის შეფასების უზრუნველყოფას, საერთაშორისო და რეპუტაციული კომპანიის მხრიდან და ერთადერთი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელსაც მინიჭებული აქვს საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი. აღნიშნული ადასტურებს კომპანიის მაღალ გამჭირვალობას და პასუხისმგებლობას.

გასულ პერიოდში კომპანიის აქტივების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 723 მილიონი ლარი, ხოლო ჯამურმა ვალდებულებებმა 104 მილიონი ლარი, ამავე პერიოდში კომპანიის მოგებამ შეადგინა 33.7 მილიონი ლარი. აღნიშნული ცხადყოფს კომპანიის მდგრად ფინანსურ მდგომარეობას.

„ლისი ლეიქ დეველოპმენტმა” 2024 წლის 31 იანვარს, ემისირებული ობლიგაციების ვადაზე ადრე გამოსყიდვის შესახებ შეთავაზება გამოსცა. ინვესტორების მხრიდან მხოლოდ 0,6%-მა გამოთქვა სურვილი ზემოაღნიშნული ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვის შესახებ. აღნიშნული წარმოადგენს კომპანია “ლისი ლეიქ დეველოპმენტის” მიმართ მაღალი ნდობის საფუძველს.

კომპანია სტაბილურად აგრძელებს საქმიანობას მიმდინარე პროექტებზე და ასევე ავითარებს სამომავლოდ ახალ პროექტებს როგორც თბილისში, ასევე აჭარის რეგიონში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია