ალექსეი ნავალნის პრესმდივანი - გამომძიებლები ნავალნის ცხედარს მის ოჯახს კიდევ ორი კვირის განმავლობაში არ გადასცემენ

რუსი გამომძიებლები ალექსეი ნავალნის ცხედარს მის ოჯახს კიდევ ორი კვირის განმავლობაში არ გადასცემენ, - ამის შესახებ საპატიმროში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა განაცხადა.

მისი თქმით, გამომძიებლებმა ნავალნის დედას და ადვოკატებს უთხრეს, რომ ისინი ცხედარს არ გადასცემენ და უახლოესი 14 დღის განმავლობაში ქიმიურ ანალიზსა და გამოძიებას ჩაატარებენ.

შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის კოლონიაში 16 თებერვალს გარდაიცვალა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ.

მოგვიანებით, მედიამ, ნავალნის თანაგუნდელებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნავალნის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად „უეცარი სიკვდილის სინდრომი“ დასახელდა. ოჯახს მის ცხედარს ამ დრომდე არ უბრუნებენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს