ნინო თანდილაშვილმა გურიაში ეროვნული პარკის შექმნის კანონპროექტი პარლამენტში წარადგინა

„გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა წარადგინა.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გურიის რეგიონში, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, 15 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე, ეროვნული პარკი დაარსდება.

ნინო თანდილაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დაცულ ტერიტორიებზე საქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვები არსებობს, ამ ეროვნული პარკის ფარგლებში ტრადიციული საქმიანობა, სათიბი საძოვრების და საძოვრების გამოყენება არ იზღუდება.

„დაცული ტერიტორიების განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბოლო 10 წლის განმავლობაში დაცული ტერიტორიების ფართობი ორჯერ გავზარდეთ. დაცული ტერიტორიების სააგენტოს და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის პროგრამის ოფისის მიერ, შვედეთის მთავრობის დაფინანსებით, განხორციელდა მნიშვნელოვანი სამუშაოები: - ადგილზე ჩატარდა კვლევები, რათა გურიის ეროვნული პარკის დასაარსებლად კანონპროექტი შეგვემუშავებინა. აქტიურად ვიმუშავეთ ადგილობრივ მოსახლეობასთან. გვქონდა საჯარო განხილვები მუნიციპალიტეტებში. ყველა სახელმწიფო უწყებასთან კონსენსუსის საფუძველზე შეჯერებული ვერსიით, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, 15 300 ჰექტარ ფართობზე, გურიის ეროვნული პარკი დაარსდება. აქედან, მთლიანი ფართობის 92% - 14 141 ჰექტარი არის ტყის ტერიტორია, დანარჩენი ფართობი კი, ძირითადად ალპური მდელოებია. ჩვენ გვესმის, რომ დაცული ტერიტორიების დაარსება გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს და ამ ფონზე, უნდა აღვნიშნო, რომ ეროვნული პარკის ფარგლებში ტრადიციული საქმიანობა, სათიბი და საძოვრების გამოყენება არ იზღუდება. ვფიქრობ, ასეთი ეროვნული პარკის შექმნა, გურიის რეგიონისთვის, რეგიონული განვითარების კონტექსტში, ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, კანონპროექტის უმთავრესი მიზანი, პარკის დაარსებით, ადგილზე დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის, ვიზიტორთა ცენტრის შექმნით და ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებით, ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული გურიის ეკოტურისტული პოტენციალის გაზრდაა.

როგორც სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კანონპროექტი პირველი მოსმენით მოიწონეს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან