გიგი წერეთელი - მგონია, რომ ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის ამბები ხელოვნურადაა გამოტანილი, რომ მერე ამის უარყოფა მოხდეს

მგონია, რომ ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის ამბები ხელოვნურადაა გამოტანილი, რომ მერე ამის უარყოფა მოხდეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ოპოზიციური პარტიების მიერ ჩრდილოვანი კაბინეტის სავარაუდო შექმნაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

გიგი წერეთლის თქმით, ჩრდილოვან კაბინეტზე საუბარი არასერიოზულია, რადგან ამის უკან სერიოზული ძალა არ დგას და „სერიოზული პოლიტიკური საფუძველი არ აქვს“.

„მე არ გამიგია, ამაში მონაწილეობა არ მიმიღია. ჯერჯერობით ამ მნიშვნელოვან აქტზე პასუხისმგებლობა არავის არ აუღია, ხომ? არა მგონია, რომ ეს სერიოზული იყოს. თუმცა თავისთავად ის მოვლენა, რომ ოპოზიცია ასახელებდეს ჩრდილოვან კაბინეტს, ეს ძალიან ბევრ ქვეყანაშია. ამას აკეთებენ ოფიციალურად, როცა უკვე კოალიციაა შეკრებილი, როცა არის ხედვა იმისა, თუ როგორი სტრატეგია აქვთ, რა ნაბიჯებს დგამენ, ვინ არის ერთად და ა.შ.

ამას არასერიოზულად მივიჩნევ იმიტომ, რომ ამის უკან არ დგას ის სერიოზული ძალა. ვინ მონაწილეობდა ამაში თქვან. არ ვიცი შეიძლება მე რაღაც მოვლენებს ჩამოვრჩი და რაღაც ახალი გაერთიანება მოხდა სიების გამოქვეყნებამდე. ჯერჯერობით რაც ვიცი, არსებობს „სტრატეგია აღმაშენებელი - გამარჯვების პლატფორმა“ ეს თუ მათი გახმოვანებულია, ალბათ იტყვიან. აქვთ უფლება ეს გააკეთონ“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თემას, რომელიც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიუნხენში გაკეთებული განცხადების შემდეგ გახდა კვლავ აქტუალური, გიგი წერეთელი აცხადებს, რომ შეწყალების აქტი პოლარიზაციას შეამცირებს.

„მიმაჩნია, რომ ეს აქტი პოლარიზაციას შეამცირებს. „ქართული ოცნება“ ამას ყოველთვის ახალი რევოლუციის და ახალი ტალღის საფრთხედ დახატავს, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ეს ასეა. ადამიანებს საქართველოში, ჩემი აზრით, რევოლუცია არ სურთ. უნდათ მშვიდობიანად შეცვალონ თავიანთი ცხოვრება და გაუჩნდეთ პერსპექტივა, რომ მათი შვილები, დედები და ბებიებიც კი არ მიდიოდნენ საშოვარზე იმისთვის, რომ ოჯახი გამოკვებონ“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება