ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთთან საზღვარზე არსებულ კრიზისზე - საქმე არა მარცვლეულში, არამედ პოლიტიკაშია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პოლონეთთან საზღვარზე არსებული კრიზისი „სოლიდარობის ეროზიას“ აჩვენებს.

"ის რაც ხდება ჩვენს დასავლეთ საზღვარზე - პოლონეთთან საზღვარზე - არ შეიძლება აღქმული იყოს როგორც რაღაც ნორმალური ან ჩვეულებრივი. ჩვენ გვჭირდება მარტივი და გასაგები სამართლიანობა. ჩვენი სოფლის მეურნეობის ექსპორტის მხოლოდ 5% გადის პოლონეთის საზღვარზე", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, სიტუაცია არა მარცვლეულს, არამედ პოლიტიკას ეხება. ამიტომ აუცილებელია პოლონეთთან და ყველასთან, ვისაც ევროპის ბედით აწუხებს, საერთო რაციონალური გადაწყვეტილებების პოვნა.

”კუპიანსკის მახლობლად, არც თუ ისე შორს რუსეთთან საზღვრიდან, სადაც მტრის არტილერია არ ჩუმდება, სიახლეები პოლონეთთან საზღვრიდან უბრალოდ დამცინავი ჩანს”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე საპროტესტო აქციები 2023 წლის ნოემბრიდან გრძელდება. პოლონელი გადამზიდავები უკრაინელი გადამზიდავებისთვის ნებართვების გაცემის პრაქტიკის დაბრუნებას ითხოვენ, ფერმერები კი - უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტის შეჩერებას. გუშინ, დღის მეორე ნახევარში მომიტინგეებმა დოროგუსკის სადგურთან რკინიგზის ლიანდაგის გადაკეტვა სცადეს, თუმცა ისინი პოლიციამ გააჩერა. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ბოლო მონაცემებით, ამჟამად, პოლონეთთან საზღვარზე ცხრა მიმართულებიდან ექვსი დაბლოკილია.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება