სერგეი ლავროვი ვენესუელაში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ვენესუელაში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა ავრცელებს.

მარია ზახაროვას ცნობით, სერგეი ლავროვი კარაკასში ვენესუელელ კოლეგასთან, ივან გილ პინტოსთან მოლაპარაკებებს გამართავს. ასევე, შესაძლოა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვენესუელის პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს შეხვდეს.

სერგეი ლავროვი ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის ფარგლებში ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის ამჟამინდელ მდგომარეობასა და განვითარების პერსპექტივებს, ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ თემებს და ორ ქვეყანას შორის კოორდინაციის საკითხებს განიხილავს.

ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ ლავროვის ვიზიტის წინ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მას ვლადიმერ პუტინისგან მნიშვნელოვან გზავნილს გადასცემს.

ცნობისთვის, ვენესუელაში ჩასვლამდე სერგეი ლავროვი ოფიციალური ვიზიტით კუბაში იმყოფებოდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს