არჩილ თალაკვაძე - რადიკალურ ოპოზიციას უნდა, რომ ცესკოში პოლიტიკური ჩარევის ბერკეტი შეინარჩუნოს - ისინი უფრო ემზადებიან არჩევნების მეორე დღისთვის, ვიდრე არჩევნების დღისთვის

რადიკალურ ოპოზიციას უნდა, რომ ცესკოში პოლიტიკური ჩარევის ბერკეტი შეინარჩუნოს და რაც მთავარია, იტოვებს შესაძლებლობას, რომ არჩევნებში შესაძლო მარცხი, საარჩევნო ადმინისტრაციას დააბრალოს - ისინი უფრო ემზადებიან არჩევნების მეორე დღისთვის, ვიდრე არჩევნების დღისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ცვლილებები, რომელსაც დღეს პარლამენტი მხარს დაუჭერს, საქართველოს ისეთივე საარჩევნო ადმინისტრაციას და რეგულაციებს მისცემს, რომელიც ევროპის ქვეყნებს აქვთ.

"ამ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, საქართველოს ექნება ისეთი საარჩევნო ადმინისტრაცია და ისეთი რეგულაციები, როგორიც აქვს ყველა განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოს. სწორედ ეს არის ჩვენი არგუმენტი, რომ ცესკო უნდა იყოს პოლიტიკური ჩარევისგან დაცული და მას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ არჩევნები მაქსიმალურად დამოუკიდებელ, თავისუფალ გარემოში ჩაატაროს. ხოლო მოდელი, რომელსაც ოპოზიცია გვთავაზობს პრაქტიკულად, არ აქვს არც ერთ ევროპულ სახელმწიფოს. მათ ვერ მოაქვთ ერთი მაგალითიც კი, რომ მათ მიერ შემოთავაზებული მოდელი რომელიმე განვითარებულ დემოკრატიაში მოქმედებს. ეს ადასტურებს ერთადერთს, რომ ამ რადიკალურ ოპოზიციას უნდა, რომ შეინარჩუნოს პოლიტიკური ჩარევის ბერკეტი ცესკოში და რაც მთავარია, იტოვებს შესაძლებლობას, რომ არჩევნებში შესაძლო მარცხი, საარჩევნო ადმინისტრაციას დააბრალოს. ისინი უფრო ემზადებიან არჩევნების მეორე დღისთვის, ვიდრე არჩევნების დღისთვის და წინასაარჩევნო კამპანიისთვის, ამიტომ სჭირდებათ მიზეზი, თუ რას დააბრალონ საკუთარი პოლიტიკური მარცხი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში," - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესთან დაკავშირებით საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს პარლამენტი საბოლოო - მესამე მოსმენით განიხილავს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება