მიხეილ დაუშვილი - „ოცნება“ ფაქტობრივად, ცესკოს იფორმებს - თუ ასეთი მხარდაჭერა აქვთ, რაში სჭირდებათ ცესკოს დაქვემდებარება?

ამ გადაწყვეტილებით, „ოცნება“ ფაქტობრივად, იფორმებს ცესკოს - თუ ასეთი მხარდაჭერა აქვთ, რაში სჭირდებათ ცესკოს დაქვემდებარება? - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დაგეგმილი ცვლილებები ადასტურებს, რომ "ქართული ოცნება" მხარდაჭერის ისტორიულ მინიმუმზეა.

როგორც დაუშვილი აღნიშნავს, საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით "ქართული ოცნება" კიდევ უფრო მეტად აზიანებს ნდობას ცესკოს მიმართ, რაც შესაბამისად, არჩევნების შედეგების მიმართ ნდობაზე აისახება.

"როდესაც გვიმტკიცებენ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოდიან ისეთი მხარდაჭერა აქვთ... თუ ასეთი მხარდაჭერა აქვთ, რაში სჭირდებათ ცესკოს გადაფორმება? აქ ხომ ლოგიკა არ არის. თუ ასეთი მაგარი ხარ, თუ ბევრი ხალხი გიჭერს მხარს, მაშინ რატომ დაგჭირდა, რომ ცესკოს პირდაპირ დაიქვემდებარო? არათავსებადია ეს ყველაფერი და პირდაპირ მიუთითებს, რომ მხარდაჭერის ისტორიულ მინიმუმზე არიან," - განაცხადა დაუშვილმა.

შეგახსენებთ, საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესთან დაკავშირებით საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს პარლამენტი საბოლოო - მესამე მოსმენით განიხილავს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს