დავით უსუფაშვილი - „ოცნება“ ხელისუფლების მისატაცებლად ემზადება - პირდაპირ აცხადებენ, რომ დემოკრატიული არჩევნების გზით არ დატოვებენ ძალაუფლებას

„ოცნება“ ხელისუფლების მისატაცებლად ემზადება - მთავრობაში მყოფნი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მომზადებით კი არ არიან დაკავებულნი, მთელი სახელისუფლებო რესურსის საკუთარი გამარჯვებისთვის მობილიზებას ახდენენ. კარგია, რომ სადამკვირვებლო მისია არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ჩამოვიდა,- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს NDI -ის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრამდე განუცხადა.

მისივე თქმით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, პოლიტიკური დევნა და ოპონენტების დაშინება არჩევნებამდე ხდება და სადამკვირვებლო მექანიზმები მნიშვნელოვანია ამ კონტექსტში.

„სასიხარულოა, რომ NDI-ის მეშვეობით საქართველოში ჩამოვიდა ძალიან ბევრი გამოცდილი პოლიტიკოსი და საარჩევნო დამკვირვებელი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისინი თავიანთ გამოცდილებას გამოიყენებენ იმისთვის, რომ ჩვენთან და ქართველ ხალხთან ერთად „ოცნებას“ არ მიეცეს საშუალება მიიტაცოს ხელისუფლება. არადა, „ოცნება“ სწორედ ამისთვის ემზადება. პირდაპირ აცხადებენ რომ დემოკრატიული არჩევნების გზით არ დატოვებენ ძალაუფლებას, მთავრობაში მყოფნი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მომზადებით კი არ არიან დაკავებულნი, არამედ მთელ სახელისუფლებო რესურსის საკუთარი გამარჯვებისთვის მობილიზებას აკეთებენ. ამიტომ კარგია, რომ მისია ჩამოვიდა რამდენიმე თვით ადრე არჩევნებამდე, რადგან ძალიან ბევრი საკითხია მანამდე მოსაგვარებელი.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება როგორც წესი მანამდე ხდება, პოლიტიკური დევნა და ოპონენტების დაშინება წინა თვეებში ხდება და სადამკვირვებლო მექანიზმები იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლებას სერიოზულ პრობლემას შეუქმნის. მაგრამ „ლელო“ ვთვლით, რომ ხელისუფლებას მთავარი პრობლემა უნდა შეუქმნას ქართველმა ხალხმა და პოლიტიკურმა ძალებმა და ჩვენ კიდევ უკეთ უნდა მოვემზადოთ ამისთვის.

სრულიად ოპოზიციას გვმართებს მოსახლეობაში არჩევნებისადმი ნდობის ხარისხის ამაღლება, იმის დემონსტრირება, რომ ვაპირებთ ყველა მოქალაქის ხმის დაცვას და არა მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლების და საკუთარი ხმების.

აუცილებელია ჩვენ დავძლიოთ ხელისუფლების მიერ გაღვივებული ნიჰილიზმი. ხელისუფლება ყველაფერს იღონებს, რომ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი მინიმუმ სახლში დარჩეს და დაბალი აქტივობა ყოველთვის ხელისუფლებას აწყობს, რადგან თავისი მომხრეების მიყვანას სხვადასხვა ბერკეტებით ყოველთვის ახერხებს საარჩევნო ყუთებამდე. ამიტომ მოსახლეობაში უნდა გავზარდოთ ნდობა და ენთუზიაზმი, რომ ამ არჩევნების გზით მართლა არის შესაძლებელი ცვლილება, აქ ყველა ერთიანი უნდა ვიყოთ,“- განაცხადა უსუფაშვილმა.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად