ნიკოლოზ სამხარაძე - ჩვენთვის უკვე კარგად თუ ცუდად ნაცნობი ევროპარლამენტარები აგროვებენ ხელმოწერებს, რომ ზურაბიშვილს სთხოვონ სააკაშვილის შეწყალება - ეს კიდევ ერთი მცდელობაა, რომ ზურაბიშვილზე ზეწოლა განახორციელონ

ევროპარლამენტში ჩვენთვის უკვე კარგად თუ ცუდად ნაცნობი ევროპარლამენტარები აგროვებენ ხელმოწერებს, რომ ზურაბიშვილს სთხოვონ სააკაშვილის შეწყალება, სურთ ნავალნისთან პარალელები გაავლონ - ეს კიდევ ერთი მცდელობაა, რომ ზეწოლა განახორციელონ ზურაბიშვილზე, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როცა მიუნხენის კონფერენციის ერთ-ერთ პანელზე პირდაპირ მიუთითეს, რომ მან უნდა შეიწყალოს სააკაშვილი. სამხარაძის განცხადებით, ეს არის ახალი, ძალიან დიდი კამპანიის ნაწილი.

“პრეზიდენტი, რომელიც კიდევ ერთხელ, მთავრობის დაუკითხავად გაემგზავრა კონფერენციაზე, სამწუხაროდ, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როცა ერთ-ერთ პანელზე პირდაპირ მიუთითეს, რომ მან უნდა შეიწყალოს სააკაშვილი. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ეს არის ახალი, ძალიან დიდი კამპანიის ნაწილი, რომელიც მიმდინარეობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ. ევროპარლამენტში ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი თუ ცუდად ნაცნობი ევროპარლამენტარები აგროვებენ ხელმოწერებს, რომ ზურაბიშვილს სთხოვონ სააკაშვილის შეწყალება და ამ ფაქტს უკავშირებენ ნავალნის სამწუხარო გარდაცვალების ფაქტს და სურთ, რომ პარალელები გაავლონ. ისევ ამოქმედებულია ის ძველი ლობისტური ხაზები, რომლის შესახებ საზოგადოებამ კარგად იცის და კიდევ ერთი მცდელობაა, რომ აიძულონ თუ ზეწოლა განახორციელონ ზურაბიშვილზე, რომ მან შეიწყალოს პრეზიდენტი. მინდა საზოგადოებას სცოდნოდა, რომ ეს არის ერთი დიდი კამპანია,“- განაცხადა სამხარაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ