სანდრო რაქვიაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები მორიგ ჯერზე თავის ტექნიკურ საჭიროებებს მოარგო

„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მორიგ ჯერზე თავის ტექნიკურ საჭიროებებს მოარგო, ამ შემთხვევაში კალანდარიშვილის დანიშვნას, რაც უბრალოდ არასწორია, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ძალიან ხელოვნური კონსტრუქციაა, რომელიც ასევე შეიცვლება, როცა სხვა პოლიტიკური საჭიროება გაჩნდება.

„საარჩევნო კოდექსი უკვე არაერთხელ შიცვალა. ამ პარლამენტმა შეცვალა და ყოველ ჯერზე ცვლილება იყო სიტუაციური. "ქართულმა ოცნებამ" მოარგო მორიგ ჯერზე თავის ტექნიკურ საჭიროებებს, ამ შემთხვევაში კალანდარიშვილის დანიშვნას, რაც უბრალოდ არასწორია. არაფერი კარგი ამ ცვლილებაში არ არის და ძალიან ხელოვნური კონსტრუქციაა, რომელიც ასევე შეიცვლება როცა სხვა პოლიტიკური საჭიროება გაჩნდება“, - აღნიშნა რაქვიაშვილმა.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ პრეზიდენტმა საკანონმდებლო ცვლილებებს ვეტო დაადოს, რაქვიაშვილი პასუხობს: "პრეზიდენტი ძალიან არაპროგნოზირებად იქცევა და არ ვიცი დაადებს თუ არა“.

შეგახსენებთ, საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესთან დაკავშირებით საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს პარლამენტი საბოლოო - მესამე მოსმენით განიხილავს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება