პიტერ სიიარტო - საქართველო დიდი ხანია იმსახურებს ევროკავშირის წევრობას - ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველომ რაც შეიძლება სწრაფად წაიწიოს წინ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისკენ

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების წინსვლისთვის.

„გაფართოების პოლიტიკა შეიძლება იყოს დიდი წარმატების ისტორია ევროკავშირისთვის. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა წევრი ქვეყანა მას საჯაროდ უჭერს მხარს, გადაწყვეტილების მიღებისას ბევრი ხელის მუხრუჭს აჭერს“, - წერს უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი „ფეისბუქზე“.

მისი თქმით, საქართველო დიდი ხანია იმსაურებს ევროკავშირში გაწევრიანებას.

„საქართველო დიდი ხანია იმსახურებს ევროკავშირის წევრობას. დღეს ბრიუსელში გაიმართება ევროკავშირი-საქართველოს საბჭოს სხდომა. უნგრეთის თავმჯდომარეობის პერიოდში, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველომ რაც შეიძლება სწრაფად წაიწიოს წინ გაწევრიანების შესაებ მოლაპარაკებებისკენ“, - აცხადებს პიტერ სიიარტო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება