გიორგი ვაშაძე - 26 ოქტომბერს ვცვლით ხელისუფლებას, მოდის ხალხის მმართველობა, 15 დეკემბერს გადავალთ შემდეგ ეტაპზე, დავიწყებთ მოლაპარაკებებს, დავეწევით მოლდოვასა და უკრაინას

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ბრიუსელში „ხალხის დასანახად ჩაფრინდა“.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბრიუსელში კობახიძის ვიზიტს უფრო მეტი ნეგატივი აქვს, ვიდრე პოზიტივი.

„რით დაიწყო კობახიძემ თავისი მოღვაწეობა? ივანიშვილის პარტიასთან ერთად ბოიკოტი გამოუცხადა მიუნხენის კონფერენციას, სადაც მთელი მსოფლიოს ლიდერები იყვნენ და სადაც მთელი მსოფლიოს უმსხვილესი ბიზნესკომპანიები იყვნენ წარმოდგენილები. პირველი თქვა, რომ ევროკავშირის დაჩქარებული გაწევრიანება, რაც იყო მთავარი საკითხი, არ მინდაო და მეორე თქვა, რომ ევროპული და ამერიკული ინვესტიციები არ გვინდაო. ახლა ხალხის დასანახად ბრიუსელში ჩაფრინდა, თორემ მის ჩაფრენას უფრო დიდი ნეგატივი აქვს, ვიდრე პოზიტივი. რაც მეტს დარჩება საქართველოში, უკეთესია, მინდა საქართველოს მოქალაქეებს ვუთხრა. არაფერი სიკეთე კობახიძის არცერთ შეხვედრას ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან არ მოაქვს. ყოველთვის ასე იყო, ბოლო წლების განმავლობაში. მას არაფერი გაუკეთებია ევროინტეგრაციის კუთხით. პერსონალურად მას. მითუმეტეს, ის არც უმუშევრობაზე ზრუნავს, არც ხალხის გაჭირვებაზე ზრუნავს, არც ემიგრანტების დაბრუნებაზე ზრუნავს. დასავლელი პარტნიორები ელოდებიან 26 ოქტომბერს. 26 ოქტომბერს ვცვლით ხელისუფლებას, მოდის ხალხის მმართველობა საქართველოში და 15 დეკემბერს გადავალთ შემდეგ ეტაპზე, დავიწყებთ მოლაპარაკებებს, დავეწევით მოლდოვასა და უკრაინას. კობახიძის და ივანიშვილის გზა არის ჭაობისკენ გზა“,- განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება