ხატია დეკანოიძე - წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში ვართ ჩავარდნილი, რომ როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩადის ბრიუსელში, ეს რაღაც განსაკუთრებული მოვლენა ხდება

წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში ვართ ჩავარდნილი, რომ როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩადის ბრიუსელში, ეს რაღაც განსაკუთრებული მოვლენა ხდება,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, ის უფრო საინტერესოა, რა გეგმით ჩავიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში, რას ეუბნება ის პარტნიორებს 9 დათქმის შესრულების, საარჩევნო კოდექსში ცვლილებებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.

„ნამდვილად რაღაცნაირად ამბობთ, რომ საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი გაემგზავრა ბრიუსელში. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში ვართ ჩავარდნილი, რომ როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩადის ბრიუსელში, ეს რაღაც განსაკუთრებული მოვლენა ხდება. ესე იგი ჩვენ მადლობლები უნდა ვიყოთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩადის ბრიუსელში. მე ის უფრო მაინტერესებს, რა გეგმით წავიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში, რას ეუბნება ჩვენს პარტნიორებს თუნდაც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე, რომელიც დღეს ან ხვალ უნდა დაამტკიცოთ ან იმაზე, რომ იუსტიციის საბჭოს რეფორმა არ ჩატარებულა და კვლავ იგივე მდგომარეობაა კანონის უზენაესობის მიმართულებით. ან რას ვეუბნებით ანტიკორუფციული საქმიანობის მიმართულებით - აქ, სხვათა შორის, ბატონი კობახიძე საუბრობდა ანტიკორუფციულ ღონისძიებებზე და მე მართლა მაინტერესებს, რა არის გადამწყვეტი ნიშანი, რაც განასხვავებს წინა პრემიერ-მინისტრისგან. მე მესმის, რომ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, რომელიც მილიონერი გახდა და ჩვენ ვნახეთ ყველამ დამადასტურებელი ინფორმაცია, შეიძლება გადააყენო თანამდებობიდან, ან თავდაცვის მინისტრის მოადგილე, რომელმაც სახლი და დეკლარაციასთან შეუსაბამო ქონება დააგროვა, მაგრამ სად არის გამოძიება? სად არის დამადასტურებელი ფაქტები და სად არის რეალური ბრძოლა? მე ვფიქრობ, რომ იმის მაგივრად, რომ ვისაუბროთ ძალიან მძიმე გზავნილებით, ზიზღის შემცველი კამპანიით, რეალური გეგმა უნდა წარმოადგინოს, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლებამ, რას აპირებს 9 დათქმის მიმართულებით, რას გააკეთებს იმისთვის, რომ თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს ამ ქვეყანაში. რაც არ უნდა დემაგოგია და პროპაგანდა იყოს, მაინც ყველა ჩვენი პარტნიორს მიერ შეფასდება ქვეყანა, როგორ ჩაატარა არჩევნები და რა გაკეთდა 9 დათქმის მიმართულებით, რომ საქართველოს ნამდვილად გაეხსნას კარი 2030 წლის გაფართოების ტალღაში“,- განაცხადა დეკანოიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო